თუ უკრაინა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოებრიობას - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი
ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვა განხილული იქნება, როგორც
კონფლიქტში მონაწილეობა. მან ამის შესახებ რუსული ავიაკომპანიის
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რუსულმა მედიამ
გაავრცელა.
"გვესმის განცხადებები, რომ უნდა დაიხურის საფრენი ზონა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს შეუძლებელია. ნებისმიერი მსგავსი მოქმედება ჩვენი მხრიდან განხილული იქნება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, აქამდე საქმე არ მივა", - აღნიშნა მან.
პუტინის თქმითვე, თუ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი იქნა, შედეგები რაც შეიძლება იყოს, ყველასთვის ცნობილია.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, თუ უკრაინა "იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, მაშინ კითხვის ქვეშ დააყენებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მომავალს".
"კიევის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ თუ ისინი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს, და ეს მთლიანად მათ სინდისზე იქნება".
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, "უკრაინაში სამხედრო ოპერაციის" გადაწყვეტილება იყო რთული. პუტინის სიტყვებით, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა "უკრაინაში სახელმწიფო ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ", "რასაც აქტიურად უჭერდნენ მხარს დასავლური ქვეყნები". ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ დასავლეთმა ღიად თქვა, რომ ხუთი მილიარდი დოლარი დახარჯა სამისოდ.
როგორც პუტინმა თქვა, არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. აღნიშნა, რომ კანონით, საომარი მდგომარეობა შეიძლება დაწესდეს ქვეყანაში შიდა აგრესიის შემთხვევაში.
"ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს და ვიმედოვნებ, არც იქნება", - დასძინა მან. პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.
რუსეთმა უკრაინაში, როგორც თავად უწოდა "სამხედრო ოპერაცია" 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. "ოპერაციის" მიზნად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" დაასახელა. თავდასხმების შედეგად დაღუპულია ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე. გაეროს ინფორმაციით, 7 დღეში უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულიმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა.
მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მხრიდან აგრესიის დასაგმობად. აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებში.