„სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელები და რეზერვისტები არ იღებენ და არც მიიღებენ მონაწილეობას - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა,
რომ წვევამდელები და რეზერვისტები არ მონაწილეობენ და არც ჩაერთვებიან
უკრაინაში "რუსეთის სამხედრო ოპერაციაში".
"დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები წყვეტენ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში, სადაც ქალებს 8 მარტს ულოცავს. ვიდეო კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინმა მიმართა, რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების დედებს, ცოლებს, დებს და მეგობრებს. მისი სიტყვებით, ესმის თუ როგორ ღელავენ ისინი.
"თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათით ისევე, როგორც მთელი ქვეყანა ამაყობს და ღელავს მათზე თქვენთან ერთად", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა. მანვე დაამშვიდა, რუსეთის მოქალაქეები, რომ საიმედოდ იცავენ რუსი ხალხის უსაფრთხოებას და მშვიდობას.
რუსეთმა უკრაინაში, როგორც თავად უწოდა "სამხედრო ოპერაცია" 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. "ოპერაციის" მიზნად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" დაასახელა.
თავდასხმების შედეგად დაღუპულია ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე. გაეროს ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულიმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა.
მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მხრიდან აგრესიის დასაგმობად. აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებში.