გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნეს ძიუდოისტის ცემის საქმეზე
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ
ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.
ოპოზიციონერ ლიდერს ბრალდების მხარე ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის
მიმართ ძალადობას ედავებოდა.
ინციდენტი თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა. მას ძიუდოისტის ცემას ედავებოდნენ.
გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემისთვის. ის დამნაშავედ ცნეს და ჯარიმა დაეკისრა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, კონფლიქტის არსებობას და ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთდარტყმებსაც ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, რომელიც დაეხმარებოდა სასამართლოს განესაზღვრა, რომელი მხარის ვერსიაა სწორი.