სენაკელი მოჭიდავე ევროპის ორგზის ჩემპიონია [ვიდეო]
სენაკელი მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე
23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის
ფინალში, მან თურქი აბდულაჰ ტოპრაკი დაამარცხა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საკმაოდ კარგ ბიჭებს შევხვდი. ჯერ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დავამარცხე, ახლა კი თურქი სპორტსმენი. მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელე და გულშემატკივრები გავახარე", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ.
გიორგი ჩხიკვაძის დაჯილდოება
გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი საქართველოდან.