მაისამდე პურის ფასი არ შეიცვლება - „პურის მცხობელთა ასოციაცია“
საქართველოს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის
განცხადებით,
მაისამდე ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგია და პურზე
ფასი არ შეიცვლება.
მისი თქმით, ხორბლის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან. შესაძლოა მოლაპარაკებები აწარმოონ ევროპის რომელიმე ქვეყანასთანაც.
"თუ ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება ერთ ტომარა ფქვილზე, ამ შემთხვევაში პურის ფასი არ გაძვირდება. თუ ამ ნიშნულს გადაცდა, ალბათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება, ან სხვა სიტუაცია იქნება. საერთოდ, სუბსიდირებას წარმოებები თავს არიდებენ, მაგრამ უფრო ადვილია ხორბალსა და ფქვილზე გაკეთდეს ეს და არა პურზე, რადგან პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2 400 წარმოებაა. მათ შორის წვრილი მეწარმეებიც არიან", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში არის ხორბლის ერთთვიანი მარაგი და ამდენივე ფქვილის.
მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ყველა მიმართულებით. მათ შორის ხორბლის ბაზარზეც, რადგან ეს ორი ქვეყანა არის ხორბლის 30%-ის მიმწოდებელი მთელი მსოფლიოსთვის. ამ პირობებში, შესაძლოა გაძვირდეს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ღირებულება.