ახალი ამბები
ენმ-მ სხდომა დატოვა - პარტია არ აპირებს მუშაობას მათი პირობების დაკმაყოფილებამდე
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი. მანამდე, დეპუტატმა მაია კალანდიამ შეკრებილებს გააცნო ის საკითხები, რომელთა განხილვის პირობებშიც იმუშავებენ საკრებულოში. მანვე შესთავაზა საკრებულოს წევრებს მემორანდუმზე ხელმოწერა, უარის მიღების შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მაია კალანდიამ ჩამოთვალა განსახილველი საკითხები, რაზეც აპირებენ მუშაობას. ეს ის თემებია და პირობები, რომელზეც გუშინ, 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტარმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მაია კალანდიას რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა "ოცნების" წევრებმა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოთარ ქადარიამ აღნიშნა, რომ ახლავე უნდა გაეცათ მისთვის პასუხი, რადგან ენმ ტრადიციულად ტოვებს სხდომებს საკუთარი განცხადების შემდეგ და "ოცნების" პასუხს არ ისმენს.

"ჩვენ ბატონო გიგა, შევადგინეთ მემორანდუმი აღნიშნულ საკითხებზე და გადმოგცემთ. გთხოვთ გაეცნოთ. მემორანდუმზე საჯაროდ ხელის მოწერის შემდეგ, მზად ვართ გავაგრძელოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მხარი დავუჭიროთ თქვენს კანდიდატებს ორ პოზიციაზე და დანარჩენ პოზიციებზე წარმოგიდგინოთ ჩვენი", - მიმართა მაია კალანდიამ საკრებულოს თავმჯდომარეს.

ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წევრმა ოთარ ქადარიამ ურჩია, რომ გაერკვეს საკრებულოს კომპეტენციაში. მან მიმართა გიგა ფარულავას, რამდენად კომპეტენტურად მიაჩნია მემორანდუმში მოცემული საკითხები.

"ამის შემდეგ, როცა 22-ვე საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხელს აწერს, რამდენად კომპეტენტურად მიგაჩნიათ თქვენ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური თანამდებობების გადაცემას", - მიმართა "ოცნების" წევრმა საკრებულოს თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, გიგა ფარულავამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ მემორანდუმზე ხელის მოწერას. განმარტა, რომ ეს ის საკითხებია, რაზეც საკრებულომ ერთობლივად უნდა იმსჯელოს. მანვე უპასუხა ოთარ ქადარიას, რომ არავის კომპეტენციის განხილვას არ გეგმავს.

"ჩვენ არ ვაპირებთ პარტიებთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ამ მემორანდუმს არ განვიხილავთ და არც ხელს მოვაწერთ. ეს არის საკითხები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა, საკრებულომ, ერთობლივად უნდა დავსხდეთ და გადავწყვიტოთ. წინასწარ კონკრეტულ საკითხზე არ მაქვს პასუხები. თქვენ თუ გაქვთ, არ ვიცი. ალბათ ფრაქციამ იმუშავა ამ საკითხებზე", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

მისივე სიტყვებით, მზად არიან ყველა საკითზე იმსჯელონ, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან იქნება ინიცირებული. მთავარია ეს საკითხები ორიენტირებული იყოს მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე.

"რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი საკითხი დაგვიდგება ჩვენ წინ. თუნდაც როგორიც არის რეორგანიზაციის საკითხი. საჯარო სამსახურს პერიოდულად ოპტიმიზაცია სჭირდება, შეიძლება რეორგანიზაციაც დასჭირდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ულტიმატუმის სახით წამოყენებული წინაპირობები", - აღნიშნა მან.

მის საპასუხოდ მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ ტოვებენ დარბაზს და სხდომას მას შემდეგ შემოუერთდებიან, როცა ენმ-ის შემოთავაზებულ წინადადებებზე იფიქრებენ. ის ვერ ხედავს პრობლემას იმაშიც, რომ ენმ-ს ეს ინიციატივა აღიქვან, როგორც ულტიმატუმი, რადგან პარტიის მიზანია, გახადოს გამჭვირვალე, როგორ იხარჯება ზუგდიდელების თანხები.

"რატომ არის მემორანდუმი საჭირო - ჩვენ არ ვაწარმოებთ კულუარულ მოლაპარაკებებს. რაც გვაქვს წინადადებები, გეგმა, რომელიც გაგვაჩნია იმ პარტიასთან ერთად, რომლის თავმჯდომარეც ასე უპირობოდ ავირჩიეთ, მასთან გვაქვს საჯარო კონსენსუსის მიღწევის აუცილებელი მიზანი. იმისათვის, რომ იმ ამომრჩეველმა, ვინც ჩვენ აგვირჩია და მათაც, ვისაც ჩვენ არ ავურჩევივართ იცოდეს, რას ვაპირებთ ხვალისთვის, ზეგისთვის", - განმარტა მაია კალანდიამ.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას პოპულისტური გამოსვლა უწოდეს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა თაზო ფაცაციამ განაცხადა, ენმ-ის განცხადება ემსახურება იმ საჯარო მოხელეებზე შურისძიებას, რომლებიც წლების განმავლობაში პატიოსნად ემსახურებიან მუნიციპალიტეტს.

"რაც შეეხება ამ წერილს, ეს არის სრული არაკომპეტენტურობა, რამეთუ ამას მემორანდუმის სახე არ უნდა ჰქონდეს, იმდენად რამდენადაც ეს არის მხარის მიერ გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ამ განცხადებაში მოყვანილია იმ პატიოსანი მოხელეების შესახებ, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ემსახურებიან ამ ქალაქს, მათზე შურისძიების მიზნით. თქვენ რომ აუდიტის დასკვნას არ დაეთანხმებით, ეს ყველამ იცის... ის რომ წერილში საუბარია, თითქოს ადამიანები შერჩეული არიან ნეპოტიზმით და ა.შ, ეს არის ბრალდება, რომელიც მესმის 8-9 წელია. ყველა საჯარო მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით", - განაცხადა საპასუხოდ თაზო ფაცაციამ.

ენმ-ის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი კვირით გადაიდო.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ კიდევ გუშინ, 10 მარტს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესთავაზა საკითხები, რაზეც წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობას აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტეს, რომ საკრებულოს მართვაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და მუნიციპალიტეტში შესაძლო კრიზისზეც პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს.

ენმ ითხოვს შემდეგი საკითხების განხილვას:

"ზუგდიდის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია - საჯარო პირების კონკურსის წესით დანიშვნა და არა პოლიტიკური ნიშნით და დამკვიდრებული ნეპოტიზმით;

ზუგდიდის ააიპ-ების რეორგანიზაცია - საკრებულოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

კერძო აუდიტის მოწვევა, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს ობიქეტურ დასკვნას ზუგდიდის ააიპ-ების საქმიანობაზე, საშტატო შემადგენლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე და სახელმწიფო შესყიდვებზე;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელფასო, 22 მილიონიანი ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხის სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების პროექტებისთვის მიმართვა;

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის საფასურის გაუქმება", - აცხადებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა 14 თებერვალს აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიუღია მონაწილეობა "ქართულ ოცნებას".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.