ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 365 პისიარ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 445 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 509-ს. აქედან ვირუსს ჯამში 16 554 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 585 885 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 044 საიდანაც, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.