ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს უკრაინაში
უკრაინის ქალაქ ირპენეში ამერიკელი ჟურნალისტი, 51 წლის ბრენტ რენო
მოკლეს. ვრცელდება მოკლულის
დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, ის "ნიუ იორკ თაიმსს"
წარმოადგენდა.ამ ცნობას ადასტურებს უკრაინის შინაგან საქმეთა
მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.
"დამპყრობლები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე, უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკის შესახებ", - განაცხადა მან.
თავის მხრივ, "ნიუ იორკ თაიმსმა"ტვიტერზე დაწერა, რომ მომხდარის გამო წუხან, თუმცა გარდაცვლილი უკრაინაში მათთვის არ მუშაობდა, მასთან წინა წლებში თანამშრომლობდნენ.
გერაშჩენკოს სიტყვებით, დაჭრილია კიდევ ერთი ჟურნალისტი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. "სამხედრო ოპერაციის" მიზანი, როგორც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.