„დამმართეს ნეიროპათია, როცა ვერ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს“ - სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას აქვეყნებს
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მისი თქმით, გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარეს. კერძოდ, ჩატარდა
ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა. პირველმა
პროცედურამ კი, აღნიშნავს, დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის
დიაგნოზი, რომ პენიტენციურ სისტემაში დამართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ
გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს
ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას,
მეხსიერების გაქრობასა და სხვა დაავადებებს იწვევს.
"გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი ეროზიები, ნუ არც იყო გასაკვირი.
რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით, ან სიკვდილით.
ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს", - აცხადებს ექსპრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.