ახალი ამბები
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი - პრემიერი
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, შეცდომაშია შეყვანილი და გაუგებრობაშია. პრემიერის სიტყვებით, იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება. მან ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთა. მედიის წარმომადგენლებმა მას მმართველი პარტიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე სთხოვეს კომენტარი, რომელის თანახმადაც, "ქართული ოცნება" იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

"მე აღარ გავიმეორებ რა თქმა უნდა იმას, რაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წერილში იყო ახსნილი, განმარტებული. მე ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ დართეს სალომე ზურაბიშვილს ნება ოფიციალური ვიზიტები გაემართა.

"მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს იყო მთავარი არგუმენტი, მოტივაცია, უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრების უკმაყოფილება მოჰყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში 14 მარტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. მიუხედავად ამისა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა, სადაც გამოჩნდა ევროკავშირის ქვეყნების პოზიტიური სიგნალები საქართველოს მიმართ. დღეს კი, 15 მარტს გამოაქვეყნა "ქართულმა ოცნებამ" განცხადება, სდაც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. განცხადების თანახმად, "ქართული ოცნება" იძულებულია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.