პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია - IDFI
"ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი" ეხმაურება სალომე
ზურაბიშვილთან დაკავშირებით
"ოცნების" ბრალდებებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ პრეზიდენტს
კონსტიტუცია არ დაურღვევია.
მათი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით.
განცხადების ავტორთა თქმით, კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას.
"მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ორგანიზაცია ამბობს, რომ შინაარსობრივად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც, პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა განიხილონ.
14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა მოხსენება. სიტყვით გამოსვლისას საქართველო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას "წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე". პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ მან გააუქმა ყველა ოფიციალური ფორმატი და პირადი კონტაქტები გამოიყენა საერთაშორისო ლიდერებთან შესახვედრად.
მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერის მიერ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად.
პრემიერმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "შეცდომაში შეიყვანეს".
"საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე სამართლებრივი ბრალდება და საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში, რათა დადასტურდეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რამდენად საფუძვლიანია მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაჟღერებული ბრალდებები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მთავრობა გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს იმისთვის, რომ დადასტურდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა.