22 დღეში უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა, დაჭრილია 130-ზე მეტი - გენერალური პროკურატურა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად,
18 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა,
დაჭრილია 130-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა
ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი არის
კიევის ოლქში - 55 ბავშვი, ხარკოვის ოლქში- 34, დონეცკის ოლქში - 26,
ჩერნიგოვის ოლქში - 29, მიკოლაივის ოლქში - 20, ჟიტომირის ოლქში - 15,
სუმის ოლქში - 14 და ხერსონის ოლქში- 14.
ავიაიერიშების შედეგად 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის - აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ზოგიერთ ოლქში და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ აქვთ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი მიმდინარეობს.
გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 20 დღეში, უკრაინიდან ლტოლვილთა საერთო რიცხვმა თითქმის 3 მილიონს მიაღწია. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა.