მტერი უკრაინაში დამატებით ჯარებს აგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - კასიანოვი
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ
ანდრეი კასიანოვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან უკრაინაში ჯარს აგზავნის. მისივე სიტყვებით, დამატებით
ძალები იგზავნება სომხეთიდანაც.
"მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა იმაზე თუ რა სჭირდებათ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.
მისი სიტყვებით, საჭიროა ამ მოქალაქეებისთვის დოკუმენტების შედგენა, საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა, სამედიცინო მომსახურების მიღების და მუშაობის დაწყების შესაძლებლობა.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან და გაეროსთან ერთად ამ საკითხებს გადავჭრით", - თქვა კასიანოვმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი მიმდინარეობს.
გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 20 დღეში, უკრაინიდან ლტოლვილთა საერთო რიცხვმა თითქმის 3 მილიონს მიაღწია. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა.