საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავაზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორების მცდელობაა - საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, "ქართული ოცნების"
საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის
შესახებ დავაზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა.
საია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს.
ორგანიზაციის თქმით, კანონში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება,
საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევის მცდელობაა.
2022 წლის 15 მარტს მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ, მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.
საიას განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა "ქართული ოცნების" მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა, ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ. თავის მხრივ, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას და ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.
"არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. რეზიდენტს კი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, ორგანულ კანონში ის უფლებამოსილების შესახებ დავაში მოპასუხედ მისი თანხმობის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა. შემოთავაზებული კანონპროექტი ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად დამატებით აქცევს ქვეყნის პირველი პირის მოქმედებას თუ უმოქმედობას. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ უშუალოდ წამოიწყოს დავა რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება. ორგანიზაცია აგრეთვე მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება.
14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა მოხსენება. სიტყვით გამოსვლისას საქართველო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას "წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე". პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ მან გააუქმა ყველა ოფიციალური ფორმატი და პირადი კონტაქტები გამოიყენა საერთაშორისო ლიდერებთან შესახვედრად.
მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერის მიერ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად.
პრემიერმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "შეცდომაში შეიყვანეს".
მთავრობა გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს იმისთვის, რომ დადასტურდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა.