ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
ხალხის აქტიურობის შემთხვევაში ხელისუფლებას მაქსიმუმ, თვე-ნახევარი
დარჩა და "ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა". სააკაშვილმა ამის შესახებ
სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"უკრაინა იგებს და თქვენი დრო იწურება და მე არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო, არ ვაპირებ, არც არავის გემუქრებით, ყველამ უბრალოდ, მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროს. მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს ის გააკეთოს, ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ , როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რომ რამე გავაკეთებინოთ ასევე პუტინის გაგრძელებას ჩვენ ვერ ვაიძულებთ. მოდით მივიდეთ და მოვთხოვოთ! ვის უნდა მოვთხოვოთ - პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება შესული იყოს წარმომადგენლების ნაწილი "ქართული ოცნებისაც", რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი, იმ მომენტში როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული იმისათვის, რომ მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს ჩვენ არ გავუშვათ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი სიტყვებით, გეგმა არის შემდეგი: გაზაფხულზე ამ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთვარობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩვენების ჩატარება. ამავე გეგმის თანახმად, როგორც სააკაშვილი ამბობს, ამ წელს უკვე დაწყება აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში რეინტეგრაციის პროცესი.
"ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომლიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე, ამას წყალი არ გაუვა, ჩვენი მებრძოლები ტყუილად არ იბრძვიან იქ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე. მათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ედებათ ბრალი.