ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ მოადგილედ ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარე მალხაზ თორია აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ წარადგინა. მანამდე მან კითხვით მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიას, გეგმავდნენ თუ არა ისინი კანდიდატურის წარმოდგენას. ირაკლი გოგოხიამ თქვა, რომ ისინი საკრებულოში გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის კომისიებში, მხოლოდ თანამდებობების გარეშე.

კენჭისყრაში "ოცნებას" მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომაზე რჩებიან. სამაგიეროდ, კენჭისყრით საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირა ენმ-მ, რომელმაც 11 მარტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში, კონკრეტული პირობების შესრულებამდე.

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობდა 2021 წლის 9 თებერვლიდან, ამავე წლის 31 მაისამდე. მანამდე, 2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, 2020 წლის აგვიტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი.

მანამდე, მალხაზ თორია ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარე გახდა. მან გიგა ფარულავა შეცვალა ამ პოზიციაზე.

სხდომას 39 დეპუტატი ესწრება.

სხდომაზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ირკალი გოგოხიამ კითხვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ენმ-ის ულტიმატუმს დანებდნენ, თუ ენმ-მ უკან წაიღო საკუთარი მოთხოვნა. პასუხად გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მიიღებენ, თუმცა ნებისმიერი საკითხის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც პოპულიზმით არ იქნება ნაკარნახევი, არამედ მხოლოდ მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა 14 თებერვალს აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიუღია მონაწილეობა "ქართულ ოცნებას".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.