ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ენმ-ის წარმომადგენელი გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოადგილედ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"
ხელმძღვანელი
თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს. ის ამ პოზიციაზე ენმ-მ წარადგინა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა
მიიღო. წინააღმდეგი არცერთი მათგანი არ ყოფილა.
თეიმურაზ ბასილაია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. უფრო ადრე, 1997-2007 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ჯერ იყო გუბერნატორის მთავარი მრჩეველი, შემდგომ კი ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მალხაზ თორია აირჩიეს.
სხდომას 39 დეპუტატი ესწრება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".