„უხერხულობას არ გიქმნით, რომ ენმ-ის არჩეული ხართ?“ - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად
დაუპირისპირდნენ თავმჯდომარის
ახლადარჩეული პირველი მოადგილე მალხაზ თორია და "ოცნების" დეპუტატები.
დაპირისპირება მოჰყვა ნატალია შეროზიას შეკითხვას, ხომ არ უქმნის
უხერხულობას მას ის ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა
არჩეული. ამ კითხვამ მალხაზ თორია გააღიზიანა. აღნიშნა, რომ შექმნილი
ვითარება არ უქმნის არანაირ დისკომფორტს.
მალხაზ თორიას განმარტებით, თანამდებობები შესთავაზეს მმართველ პარტიასაც, თუმცა პასუხი უარი იყო.
"ამ შემთხვევაში ჩემს ქალაქს სჭირდება, რომ მე ეს პოზიცია უნდა დამეკავებინა. მუნიციპალიტეტის გავითარებაში არავისზე ნაკლები წვლილი არ მიმიძღვის. საერთოდ არ მაინტერესებს თანამდებობა, მაქვს ერთადერთი მიზანი, რომ შედგეს ეს საკრებულო და ვიმუშაოთ კონსტრუქციულად", - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
მალხაზ თორიას თქმით, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობდა და არასდროს არ ყოფილა არცერთი პარტიის წევრი. შესაბამისად, არც პარტიული ინტერესებით უხელმძღვანელია.
"დავაჟკაციდით და წარმოგაჩიათ "ქართულმა ოცნებამ", - ამ რეპლიკით მიმართა მას პასუხად ნატალია შეროზიამ. მალხაზ თორიამ მმართველი პარტიის დეპუტატს შეახსენა საკუთარი ბიოგრაფია, თუ სად უმუშავია.
ენმ-ის წარმომადგენელმა მაია კალანდიამ კი ნატა შეროზიას გაახსენა, რომ მალხაზ თორია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც იკავებდა მაღალ თანამდებობებს.
"ქალბატონო ნატო, რადგან თქვენ ბრძანეთ, რომ მალხაზ თორია დაფრთიანდა ქართულ ოცნებაში, არ გქონიათ ინფორმაცია. 8 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მალხაზ თორია იყო უმაღლესი თანამდებობის პირი", - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ქადარიამ მიმართა მალხაზ თორიას, რომ ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს. ამიტომ ვერ მიიღებს მის მტკიცებას"ზეპარტიულობაზე".
"რას ნიშნავს თქვენი ზეპარტიულობა და მოწონება არმოწონება მთავრობის პოზიციონერების და მაგით თავის გამართლება? ზეპარტიული, აპოლიტიკური პიროვნება შტაბს ხელმძღვანელობდით. დიახ, ზუსტადაც გეტყვით და წამოგაძახებთ მაგას. და თუ გგონიათ, რომ ამ კომპლექსს თქვენი ხმის ტემბრით გადაფარავთ, ძალიან ცდებით", - უთხრა ქადარაიამ თორიას.
მალხაზ თორიამ "ოცნების" წევრებს განუმარტა, რომ მან სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დანიშვნიდან 4 თვეში დატოვა, რადგან არ ემთხვეოდა ერთმანეთს მისი და პარტიის პოზიციები და შეხედულებები.
"თანამდებობები შემოგთავაზეთ, არ გინდათ. ხომ გინდათ კონსტრუქციული ოპოზიცია იყოთ? იქნებით. მერე რა მოხდა. მუდმივი არაფერია", - აცხადებს თორია.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩიეს დღევანდელ სხდომაზე. პირველი მოადგილე "ზუგდიდი საქართველოსთვის" ფრაქციის თავმჯდომარე მალხაზ თორია გახდა, მეორე კი ფრაქცია ენმ-ის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბასიალაია.
სხდომას 39 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა მიიღო.