„დაგიძახეს, მოგატყუეს, რადგან არავის გამოსახლებას არ ვაპირებდით“, - მიტროპოლიტი მასთან დაპირისპირებულებზე
ჭყონდიდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის
ადამიანები, რომლებიც დღეს ბალდის ღვთისმშობლის
ტაძრის ეზოში მას დაუპირისპირდნენ, არ არიან სასულიერო პირები, რადგან
დაარღვიეს ყველა საეკლესიო წესი, პატრიარქზე ცილისმწამებლურ, ცრუ
ინფორმაციებს ავრცელებენ. ასე გამოეხმაურა ეპისკოპოსი ეკლესიის ეზოში
მომხდარ ინციდენტს.
"ისინი არ არიან სასულიერო პირები. ესენი არიან მიხეილ მდივანი, ნასყიდა ღუდუშაური, ტარიელ გვილავა, ბათა გვილავა, ბაჩუკი და კიდევ არიან სხვები. ისინი ამ მონასტერში არიან უკანონოდ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
აპირებს თუ არა ეპარქია, ბალდის მონასტერში მყოფი განკვეთილი სასულიერო პირების გასახლებას, მეუფე სტეფანემ განმარტა:
"მე ვინ უნდა გავასახლო. ესენი აქ უკანონოდ არიან. მოვა ის დრო, როცა დღეს ყველა აქ ვიქნებით, როგორც დღეს ვართ, სალხინოში. ვიქნებით აქაც და ყველგან, სადაც უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია.
ჩვენ არავის ვუპირისპირდებით. პროვოკაციაა, რომელიც მათ წამოიწყეს, თქვენი რადარებიდან გაქრნენ. მოუნდათ ისევ და დაგიძახეს, მოგატყუეს, რადგან არავის გამოსახლებას არ ვაპირებდით ჩვენ. მოხვედით, ატეხეს აჟიოტაჟი და რა გააკეთეს? არაფერი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მან ასევე უპასუხა "ამბოხებული" ბერების ბრალდებას, რომ ის საქართველოსთვის საზიანო განცხადებას აკეთებს ქადაგებისას და ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო:
"რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, მე ვარ მომსწრე იმის, როგორ გამოიქცნენ ჯარისკაცები კოდორიდან იმის გამო, რომ მიტოვებულები იყვნენ მხედართმთავრისგან და ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მათთან უნდა ყოფილიყო, რომ დაეცვათ კოდორი. ისინი გამოიქცნენ, დაყარეს იარაღი იმიტომ, რომ არავინ იყო მაორგანიზებელი. მე ეს დავინახე ამ ომში, როგორც პროვოკაცია. ის ხალხი, ვინც ამას აწყობდა, პუტინის მომხრე არის და იმან გააკეთა ეს ყველაფერი პუტინთან ერთად", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ბალდის ეკლესიის ეზოში, მეუფე სტეფანეს მოლოდინში, მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ჩაკეტეს ბალდის ღვთისმშობლის ეკლესიის კარები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ეპისკოპოსის მხარდამჭერ მრევლს. პოლიციამ განმუხტა დაძაბულობა, თუმცა პერიოდულად ერთმანეთის მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები.
საბოლოოდ, ეპისკოპოსის მხარდამჭერებმა მაინც მოახერხეს ეკლესიის კარის გაღება და მეუფე სტეფანე ტაძარში შეძახილების "მონა" ფონზე შევიდა წირვის ჩასატარებლად.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.