„ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნის დაფინანსების წყაროები უცნობია - DRI
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობია
"ალტ-ინფოს" პოლიტიკური წარმონაქმნის
დაფინანსების წყაროები. ორგანიზაციის თქმით, ახლად დაფუძნებული
პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატიული მოძრაობა", მკვეთრად პრორუსული
საგარეო ვექტორის გამო, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
შარშან, 20 ნოემბერს, პარტიის დამფუძნებლებმა ყრილობაზე ღიად განაცხადეს ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. პარტიად რეგისტრაციის შემდეგ კი, "ალტ-ინფოს" ჯგუფმა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ოფისების გახსნა. დღემდე ამოქმედებულია 60-მდე ოფისი. ამ ფაქტს კი რეგიონებში მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. გაჩნდა კითხვებიც პარტიის ფინანსურ რესურსზე.
ორგანიზაციის წყაროს ცნობით, თითო ოფისის თვიური ქირა, რომლებსაც ძირითადად ქალაქების ცენტრში ხსნიან, 1,500-დან 2,500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯს ოფისებში დასაქმებულთა ანაზღაურებაც ერთვის. თითოეულ ოფისს საშუალოდ 5-6 თანამშრომელი ჰყავს. რამდენია მათი ხელფასი, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" წყარო იტყობინება, რომ დასაქმებულთა უმეტესობა ხელფასს ხელზე იღებს, რაც აღრმავებს ეჭვებს პარტიის დაფინანსების წყაროსა და ოდენობის შესახებ.
"თებერვლის მიწურულს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია პარტიის დამფინანსებელთა შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 22 მარტის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი უკვე 90,935 ლარია. პოლიტიკური გაერთიანების მიერ ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულების ოდენობა ბოლო 6 დღის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. თუ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით "კონსერვატიული მოძრაობის" ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 36,675 ლარი იყო, 21 მარტის შუადღის მონაცემებით ეს თანხა 44,725 ლარი გახდა. 22 მარტს კი, წინამდებარე ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემის დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა 90,935 ლარია", - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
დღეისთვის პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანია. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს 1,000 ლარი შესწირა.
"კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქარდავა ამბობს, რომ "ალტ-ინფოს" და ახლა უკვე "კონსერვატიულ მოძრაობას", დიდწილად კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალურად გამჟღავნებული შემოწირულებები კი, ოფისების ქირის, თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა ხარჯების დასაფარად საკმარისი ვერ იქნება.
"კონსერვატიული მოძრაობა" ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული "ალტ-ინფოს" პოლიტიკური წარმონაქმნია. მისი საშუალებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც საზოგადოებაში თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობს.
"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან. თუმცა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.