"არ ვიცოდი, რომ ფართი „ალტ ინფოს“ მივაქირავე" - ბიზნესმენი ოფისის დაცლას ითხოვს
ზუგდიდში ერთ-ერთი კომერციული ფართის მეპატრონე, სადაც ოფისი "ალტ
ინფომ" იქირავა, აცხადებს, რომ სივრცე
ისე დაუთმო პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ იცოდა რეალურად ვინ იდგა მის
უკან. ბიზნესმენ გოჩა ბეჭვაიასთან შარშან, 28 დეკემბერს მივიდა ერთი
პიროვნება და გაეცნო როგორც "კონსერვატიული მოძრაობის"
წარმომადგენელი. დეტალებზე შეთანხმდნენ და რემონტიც დამქირავებლებმა
გააკეთეს საკუთარი ხარჯებით. საბოლოოდ, 15 იანვარს ხელშეკრულებაც
გაფორმდა ერთი წლის ვადით.
გოჩა ბეჭვაია ირწმუნება, რომ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაიგო, თუ ვის მიაქირავა სინამდვილეში ფართი. ოფიციალური წერილიც გაუგზავნეს სივრცის დაცლის მოთხოვნით, თუმცა "ალტ ინფოს" წევრების თქმით, ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევაა, რომლის თანახმადაც, ორი თვით ადრე უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, მეპატრონის მხრიდან ფართის დატოვების მოთხოვნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეუძლიათ თავად ბიზნესმენის წინააღმდეგ შეიტანონ სარჩელი სასამართლოში.
გოჩა ბეჭვაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დღესაც ესაუბრა "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლებს, მათ კი აუხსნეს, რომ ალტერნატიულ ფართს უკვე ეძებენ.
"შეიძლება დღესაც დაგიცალოო, ან ერთ კვირაში, შეიძლება თვე-ნახევარშიც. მეტი სხვა რა გავაკეთო? ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. ხელშეკრულებაც შემიძლია განახოთ. ეს არის ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. "ალტ ინფოს" მსგავსი არაფერი წერია ამ საბუთებში, წერია "კონსერვატიული მოძრაობა. რატომ ვიყავი ვალდებული მცოდნოდა, თუ ვინ აფინანსებდა ამ პარტიას? მანამდე, ორი წლის განმავლობაში იმ ფართში "ტრიბუნა" იყო. მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც ვყოფილვარ, არც ვიქნები. მე ჩემი საქმე და ბიზნესი მაქვს. ან "ტრიბუნას" ვინ აფინანსებდა, ამას რატომ გამოვიკვლევდი?", - აღნიშნა გოჩა ბეჭვაიამ "ლაივპრესთან" საუბარში.
იყო თუ არა საზოგადოება აგრესიული მის მიმართ, ეს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ფართი "ალტ ინფოს" მიაქირავეს, ბიზნესმენი ამბობს, რომ პირადად მისთვის არავის არაფერი უკადრებია, თუმცა ცუდი შინაარსის არაერთი კომენტარი წაიკითხა სოციალურ ქსელში.
გოჩა ბეჭვაია მოქალაქეთა ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ ირწმუნება, რომ პრორუსები არ არიან და მსგავსი შინაარსის კომენტარებიც უსამართლოა.
ზუგდიდში, ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კარი უკრაინის დროშის ფერებში 18 მარტს შეღებეს და დატოვეს წარწერაც მეგრულ ენაზე: ვორდით, ვარდით, სორდით?" (ვიყავით, არ იყავით, სად იყავით?).
ამ ფაქტის გადასაღებად მისულ "მთავარი არხის" ჟურნალისტებს კი, ტელეკომპანიის ცნობით, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყნეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
"კონსერვატიული მოძრაობა" ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ჯგუფის, "ალტ-ინფოს" მიერ 2021 წელს შეიქმნა. ისინი ავრცელებენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ. საპირისპრო აზრის მქონე ადამიანების მიმართ კი, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან.
"ალტ-ინფოს" დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა. "ალტ-ინფო" მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" დამფუძნებელთან, ლევან ვასაძესა და კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან.
"კონსერვატიულ მოძრაობაზე" დღეს კვლევა გამოაქვეყნა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა". მათი თქმით, "ალტ-ინფოს" პოლიტიკური წარმონაქმნის დაფინანსების წყაროები ამ დრომდე უცნობია.