ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის
"რუბინი" დატოვა. რუსული კლუბის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაიმართა კონსულტაციები, რის შემდეგაც
მიიღეს ორმხრივი შეთანხმება კონტრაქტის შეჩერების შესახებ.
"ჩვენ მადლობას ვუხდით ხვიჩას კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ", - ვკითხულობთ "რუბინის" განცხადებაში.
ხვიჩა კვარაცხელია კარიერას სავარაუდოდ ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.
"უეფამ" რუსულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს მისცა შესაძლებლობა, კარიერა სხვა კლუბში განაგრძონ. მხოლოდ ზაფხულში ისევ უკან უნდა დაბრუნდნენ. ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო ორგანიზაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. ის წარმოშობით წალენჯიხიდანაა.