თბილისში საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს
საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ თბილისში. შეკრებილების მოთხოვნაა
საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს
გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა. ეს მათი აზრით, 80-90 თეთრით
გააიაფებს საწვავს.
აქციის მონაწილეები ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.
"პროტესტი საწვავის ფასს", "არა გაძვირებულ ცხოვრებას" - სკანდირებენ შეკრებილები და მოსახლეობას მოუწოდებენ შემოუერთდნენ აქციას.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიმართავენ.