მარტვილში „ალტინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს
მარტვილში მოქალაქეები შეიკრიბნენ "ალტინფოს" ოფისის გახსნის
გასაპროტესტებლად. "არა რუსულ პროპაგანდას",
"არა ალტინფოს", "არა სამშობლოს ღალატს", - ამ შინაარსის
ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში მანიფესტანტებს, უკრაინის და საქართველოს
დროშებთან ერთად.
მათი თქმით, გმობენ ყველანაირ ძალადობას და ემიჯნებიან რუსულ პროპაგანდას.
"პროტესტს ვუცხადებთ რუსული პარტიების აყვავებას, რუსული პარტიების დაბადებას საქართველოს მასშტაბით და მათ შორის მარტვილში. დაცინვაა ალბათ ის, რომ ამბროსი ხელაიას მარტვილის რაიონში დღეს არის "კონსერვატიული მოძრაობა", - განაცხადა ლია გულორდავამ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა კვესელავა კი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დარბევისას დაღუპული აზა ადამიას სახელობის სკოლადამთავრებულია და რცხვენია, რომ დღეს რუსული პროპაგანდის გაპროტესტება უწევს.
"არ იქნება საქართველოში და არც ჩვენს ქალაქში რუსული კოალიცია და არც არანაირი პარტია", - აღნიშნა მან.

მანამდე კი, ზუგდიდში, ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კარი უკრაინის დროშის ფერებში 18 მარტს შეღებეს პროტესტის ნიშნად და დატოვეს წარწერაც მეგრულ ენაზე: ვორდით, ვარდით, სორდით?" (ვიყავით, არ იყავით, სად იყავით?).
ამ ფაქტის გადასაღებად მისულ "მთავარი არხის" ჟურნალისტებს კი, ტელეკომპანიის ცნობით, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყნეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
კომერციული ფართის მეპატრონე კი, სადაც ოფისი "ალტ ინფომ" იქირავა, აცხადებს, რომ სივრცე ისე დაუთმო პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ იცოდა რეალურად ვინ იდგა მის უკან.

"კონსერვატიული მოძრაობა" ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ჯგუფის, "ალტ-ინფოს" მიერ 2021 წელს შეიქმნა. ისინი ავრცელებენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ. საპირისპრო აზრის მქონე ადამიანების მიმართ კი, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან.
"ალტ-ინფოს" დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა. "ალტ-ინფო" მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" დამფუძნებელთან, ლევან ვასაძესა და კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან.
"კონსერვატიულ მოძრაობაზე" დღეს კვლევა გამოაქვეყნა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა". მათი თქმით, "ალტ-ინფოს" პოლიტიკური წარმონაქმნის დაფინანსების წყაროები ამ დრომდე უცნობია.