ახალი ამბები
ხელისუფლება წინ აღუდგება პროვოკაციებს, რომელიც აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად - კობახიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული.

როგორც კობახიძე ამბობს, ხელისუფლება წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა "ომის პარტიის" - ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა "წარმატებით" ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო.

ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მუდმივი მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ; ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნილიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი; ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიერ იარაღის შეძენისკენ (ყველას გახსოვთ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით), სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ. საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო "ომის პარტიის" მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ "ომის პარტიის" ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა.
საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება, აგრეთვე, "ომის პარტიის" პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.

თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს "ომის პარტიის" ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში.

ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ
ხარკოვის მერი,
10:35 / 16.08.2022
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერი,
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
საქართველოს
20:48 / 15.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას,
გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,
14:09 / 15.08.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,
პარტია
13:58 / 15.08.2022
პარტია "საქართველოსთვის" გამოეხმაურა სენაკში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.