დარჩელში გააპროტესტეს "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში დაპირისპირება მოჰყვა "კონსერვატიული
მოძრაობის"
ოფისის გახსნას. სოფლის მცხოვრებლებმა და მათთან ერთად ზუგდიდის
საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მაია კალანდიამ
პრორუსული და ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი პარტიის ოფისის
გახსნა გააპროტესტეს. მათ სახლის მესაკუთრისგან მოითხოვეს ჩამოეხსნათ
შენობაზე გაკრული ბანერი წარწერით "კონსერვატიული მოძრაობა".

იყო სიტყვიერი დაპირისპირება შეკრებილებსა და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრებს შორის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც განმუხტა დაძაბულობა. საბოლოოდ მოძრაობის წევრებმა ოფისი დატოვეს.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, არ დაუშვებენ მომავალშიც, რომ პრორუსულმა ორგანიზაციამ სოფელში მუშაობა გააგრძელოს.
"კონსერვატიული მოძრაობა" ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ჯგუფის, "ალტ-ინფოს" მიერ 2021 წელს შეიქმნა. ისინი ავრცელებენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ. საპირისპრო აზრის მქონე ადამიანების მიმართ კი, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან. მათი ოფისების გახსნას საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში არაერთი პროტესტი მოჰყვა.
17 მარტს უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს აქტივისტებმა ზუგდიდის ცენტრში მდებარე პარტიის ოფისი. იმავე დღეს ფაქტის გასაშუქებლად მისულ "მთავარი არხის"გადამღებ ჯგუფსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის მოხდა დაპირისპირება. არხის ინფორმაციით, მის ჟურნალისტს და ოპერატორს დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში განცხადება გაავრცელა იმ კომერციული ფართის მესაკუთრემ, სადაც "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისია გახსნილი.
ბიზნესმენი გოჩა ბეჭვაია აცხადებს, რომ სივრცე ისე დაუთმო პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ იცოდა რეალურად ვინ იდგა მის უკან. მისი თქმით, 2021 წლის 28 დეკემბერს მივიდა ერთი პიროვნება და გაეცნო როგორც "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენელი. დეტალებზე შეთანხმდნენ და რემონტიც დამქირავებლებმა გააკეთეს საკუთარი ხარჯებით. საბოლოოდ, ხელშეკრულებაც გაფორმდა ერთი წლის ვადით.
გოჩა ბეჭვაია ირწმუნება, რომ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაიგო, თუ ვის მიაქირავა სინამდვილეში ფართი. ოფიციალური წერილიც გაუგზავნეს სივრცის დაცლის მოთხოვნით, თუმცა "ალტ ინფოს" წევრების თქმით, ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევაა, რომლის თანახმადაც, ორი თვით ადრე უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, მეპატრონის მხრიდან ფართის დატოვების მოთხოვნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეუძლიათ თავად ბიზნესმენის წინააღმდეგ შეიტანონ სარჩელი სასამართლოში.