თავდებში ვუდგებით წალენჯიხის საკრებულოს წევრს - ანა ბუჩუკური
პარლამენტის წევრები პარტიიდან "საქართველოსთვის"
თავდებში უდგებიან წალენჯიხაში დაკავებულ მათ თანაგუნდელ, გელა
აბულაძეს და სასამართლოს მიმართავენ პატიმრობის ნაცვლად, გამოყენებული
იქნას პირადი თავდებობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ამის შესახებ
განცხადება პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა დეპუტატმ ანა
ბუჩუკურმა.
მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შურისძიების და გელა აბულაძეზე ზემოქმედების მიზნით, ხელისუფლება აპირებს პასუხისგებაში მისცეს დაკავებულის ოჯახის წევრებიც:
"ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გელა აბულაძეზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით დაიწყო გამოძიება, თუმცა, ფაქტია, რომ ის ვერ დააშინეს და ვერც დაშინდება. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ხელისუფლება აპირებს პასუხისგებაში მისცეს ასევე გელა აბულაძის ოჯახის წევრები, ანუ, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს ადამიანები გელა აბულაძეზე ზეგავლენის მოხდენის, პოლიტიკური შურისძიების და სხვების პრევენციულად დაშინების მიზნით.
წალენჯიხა არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები სამარცხვინოდ წააგო და წალენჯიხა არის ერთ-ერთი ის მუნიციპალიტეტი, რომლის საკრებულოსაც ხელმძღვანელობს ჩვენი გუნდის წევრი. რაც გუშინ დილით გელა აბულაძის დაკავების სახით ვნახეთ, არის ისტერიკული გამოვლინება წაგებული არჩევნების გამო გაბოროტების ფონზე.", – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე 28 მარტს დააკავეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას განცხადებით გელა აბულაძე უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუსმა კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყო, გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით, რაც ვერ შეძლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის საკრებულოს წევრი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.