ხობში დაცემულ მსხვილფეხა საქონელს ინფექციური დაავადებები არ აღმოაჩნდა - სესი
ხობის მუნიციპალიტეტიდან მსხვილფეხა საქონლის დაცემაზე სურსათის
ეროვნული სააგენტო
ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, მიღებულ შეტყობინებაზე სესის
ვეტერინარებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა.
"სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს, დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე საკვებით", - ნათქვამია განცხადებაში.
რა გახდა პირუტყვების დაცემის მიზეზი, უცნობია.
23 მარტს "მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მინდორში დაცემული მსხვილფეხა საქონელი ჩანს. მათი ცნობით, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შინაური ცხოველი მასიურად იხოცება.