წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარედგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს ბრალი
წარედგინა. დაკავებულს ბრალი სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით წარუდგინეს,
რაც თაღლითობას გულისხმობს.
როგორც დაჯავებულის ადვოკატმა, ლაშა თოდუამ "ლაივპრესს" უთხრა, გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს, გამორიცხავს ყოველგვარ მონაწილეობას მოცემულ საქმეში. მეტიც, აპირებს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
"ბოლომდე აპირებს ბრძოლას, გამამართლებელ განაჩენამდე. ხვალ სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალიდან გამომდინარე, აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, იმდენად აბსურდია ბრალდების შინაარსი. ვაპირებთ შევთავაზოთ პირადი თავდებობა პარლამენტარების და გირაოც", - განმარტა უფლებადამცველმა.
წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე 28 მარტს დააკავეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით გელა აბულაძე უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუსმა კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყო, გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით, რაც ვერ შეძლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გელა აბულაძე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. "ლეციმინტიეს" უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.
სუსის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინება ყველა ზემოაღნიშნულ პირს.