შსს ზუგდიდში უკანონო საბრძოლო მასალის ამოღებაზე ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში ორი მამაკაცის
დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ორი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის
მრავალჯერ ნასამართლები 44 წლის ჯ.ქ. და 56 ბ.თ. დააკავეს. მათ ბრალი
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში
ედებათ.
პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 2 ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.