„ჩხოროწყუს მერიამ სატრანსპორტო მომსახურება „ოცნებასთან“ დაახლოებული მამა-შვილის კომპანიისგან შეისყიდა – TI
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვები", - ამ სათაურით
აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო" მორიგ კვლევას. მასში საუბარია, რომ ადგილობრივმა მერიამ
მიმდინარე წლის იანვარში, მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურება
შეისყიდა შპს "სალომე 92-სგან". ეს კომპანია შესყიდვამდე ორი თვით
ადრე შეიქმნა. მასთან გაფორმებულმა ხელშეკრულების ღირებულებამ კი
207,197 ლარი შეადგინა.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, კომპანიის თანაბარ, 50-50% წილს მამა-შვილი, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სალომე და ჯამბულ პაპავები ფლობენ.
სალომე პაპავა 2022 წლის იანვრიდან, ხელშეკრულებით ჩხოროწყუს მერიაშია დასაქმებული. მანამდე ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების, ჯერ გოგა გულორდავას, შემდეგ კი ალექსანდრე მოწერელიას ბიუროში მუშაობდა.
მაჟორიტარის ბიურო სალომე პაპავამ 2021 წლის აგვისტოში, მას შემდეგ დატოვა, რაც ალექსანდრე მოწერელია პარტია "საქართველოსთვის" გუნდს შეუერთდა
ჯამბულ პაპავა პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორია. ის ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირია.
"ჯამბულ პაპავა 2012-2021 წლებშიც მონაწილეობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში, ოღონდ სხვა კომპანიის - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯამბულ პაპავას" სახელით და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით სულ 873,645 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. 2022 წლის იანვარში ჯამბულ პაპავამ დაიწყო ამ საზოგადოების ლიკვიდაცია, პარალელურად კი, თავის შვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია "სალომე 92", - აცხადებენ "გამჭვირვალობაში".
ორგანიზაციისვე ცნობით, მათმა კუთვნილმა კომპანიებმა 2012 წლის შემდეგ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისგან 1,080,842 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, შპს "სალომე 92-ის" და სპს "ჯამბულ პაპავას" სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.
კვლევის ავტორები მოუწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავენ თუ არა ისინი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.