ახალი ამბები
ზუგდიდელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ზუგდიდელმა მოჭადრაკე გრიგოლ ბეჭვაიამ, საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 1400 რეიტინგ კატეგორიაში. მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და რეიტინგი 28 პუნქტით გაიუმჯობესა.

ჭადრაკს თამაშობს გრიგოლ ბეჭვაიას 10 და-ძმაც. მათზე "ლაივპრესმა" მასალა რამდენჯერმე მოამზადა.

მის გარდა, ჩემპიონატში კიდევ ორმა ზუგდიდელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

1800 რეიტინგ კატეგორიაში გიორგი ნაყოფიამ 6.5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე გავიდა. მან რეიტინგი 57 პუნქტით გაიუმჯობესა.

რაც შეეხება ნიკოლოზ შამათავას, მოჭადრაკემ 1800-ის ნაცვლად 2200 რეიტინგ კატეგორიაში იასპარეზა, 4 ქულა მოიპოვა და რეიტინგიც 54 პუნქტით გააუმჯობესა.