ახალი ამბები
„დაინახე ყველაფერი“ - ნიკოსეულ სასახლეში გიგი სიჭინავას ნახატები გამოიფინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ნიკოსეულ სასახლეში ზუგდიდელი მხატვრის, გიგი სიჭინავას ნახატები გამოიფინა. პეიზაჟები, საქართველოს სხვადასხვა კუთხე წელიწადის ყველა დროს, პორტრეტები, ნატურმორტი პლასტელინის ფერებში, უკრაინელი დედა და მზესუმზირები ლაჟვარდოვანი ცის ფონზე - ასეთი იყო ხელოვანის ჩანაფიქრი "დაინახე ყველაფერი", რომლის ნახვის შესაძლებლობაც დღეს დამთვალიერებელს ჰქონდა.

სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტიც, რომელიც გიგიმ საჩუქრად სასახლეს გადასცა.

ეს ახალგაზრდა მხატვრისთვის რიგით მეექვსე პერსონალური გამოფენაა. ნიკოსეული სასახლის დარბაზში მისი 80-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა.

ხელოვანის დედა, ნათია სახოკია ამბობს, რომ დღეს წარმოდგენილი ნამუშევრები დიდწილად ბოლო 5-6 წლის მანძილზე შეიქმნა. დანარჩენი მხატვრის სახელოსნოში ინახება.

"ჩემთვის გიგისთან დაკავშირებული ყველა სიახლე არის ძალიან ემოციური. გიგის აქვს აუტიზმის მდგომარეობა, რაც ნამდვილად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივატორი სხვა მშობლებისთვის. ეს არის 12-13 წლის ბრძოლის, შრომის შედეგი. და ალბათ გიგის აქვს განსაკუთრებული უნარი, შრომისმოყვარეობის ნიჭი, რამაც განაპირობა დღევანდელი დღეც", - განმარტა ნათიამ.

მისი თქმით, გიგი აგრძელებს მუშაობას და სიახლეებიც გზადაგზა ბევრი ექნება დამთავლიერებლისთვის.

გიგი სიჭინავა საკუთარ ნამუშევრებში პერიოდულად ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მის ნახატებში ნახავთ უკრაინასთან ასოცირებულ სიუჟეტებს. უფრო ადრე მან, პანდემიის პირობებში, ვირუსთან მებრძოლი ექიმების პორტრეტებიც შექმნა.

გამოფენა ნიკოსეულ სასახლეში დილის 11 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, 10 აპრილის ჩათვლით დარჩება.

გიგი სიჭინავაზე "ლაივპრესმა" სიუჟეტი რამდენჯერმე მოამზადა. ჩვენ ახალგაზრდა მხატვარს სახელოსნოშიც ვსტუმრობდით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.