ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ბათუმისა და რუსთავის ოლქებში დღეს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც
რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი,
№79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც
გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
ცესკოს ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი (N34 – "მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის" მამუკა ტუსკაძე; N41 – "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ირაკლი შატაკიშვილი და N59 – "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" კამალ მურადხანოვი), ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი (N5 – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მათე ფუტკარაძე და N41 – "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" რამაზ ჯინჭარაძე) საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.
საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო.
რუსთავში არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, მას შემდეგ რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება ბათუმს, აქ არჩევნები დაინიშნა, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.