ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის და ბათუმის უნბნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
ცენტრალური საარჩევნო კომისისს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის
შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბნის შედეგად, ხმათა
უმრავლესობით "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი
ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 90.612% (34 333 ხმა) მიიღო.
ამავე მონაცემების თანახმად, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს. მან ამომრჩეველთა ხმების 69 % (7 190 ხმა) მიიღო.
საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში, 2 აპრილს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.