ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 5 პაციენტი
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 714 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 347 პისიარ ტესტით.

შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 217 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 222. დღემდე ვირუსს ჯამში 16 756 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 627 958 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.