ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა პრემიერის ფრაზას - კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,
ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც
პრემიერ-მინისტრმა უკრაინასთან მიმართებაში 3 აპრილს თქვა. საუბარია
იარკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ის ჯერ
კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, "თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა
ამ ომით, იქნებოდა უკრაინა".
"უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი და ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ არის რა თქმა უნდა, დასჯის აქტი, ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია, სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს, უკრაინას, ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს და ყველა თვალსაზრისით ზიანი იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ სხვა, არის ძალიან მძიმე. ასევე ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ერთაინ ნაციონალურ მოძრაობას" სურს რამენაირად საქართველო ჩართოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. კობახიძის სიტყვებით, ვითარება უკრაინაში მძიმა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.