რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხებს ქმნის - უკრაინის თავდაცვა
საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ნებართვით, საკუთარი
ტერიტორიის გავლით, რუსეთთან
შეთანხმებულია სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანა.
მათ შორის არის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც, - ინფორმაციას
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
"საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. ამიტომ, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც.
გარდა ამისა, დაზვერვის ოფიცრების თქმით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების კიდევ ერთი არხის - აღმოსავლეთ აზიის შესახებ. მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება აღჭურვილობის, ელექტრონიკის და ოპტიკური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილები.