"დაუსაბუთებელი და აბსურდული" - ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის განცხადებაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის
სამინისტროს დაზვერვის
მთავარი სამმართველოს და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის
განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან
შეთანხმებით, რუსეთში საქართველოს გავლით ,სანქცირებული პროდუქტები
კონტრაბანდის სახით შევა. მათი განცხადებით, ეს არის ყოვლად
დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება.
"საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს თქმით, აღნიშნულის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და მომავალშიც მოახდენს მათ ინფორმირებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.