ახალი ამბები
ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის შენობას წითელი საღებავი შეასხეს
FaceBook Twitter
E-mail Print
"დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შესასვლელ კარებს წითელი საღებავი შეასხა. საღებავი მან ასევე დაასხა შენობის გარეთა კიბეზე პროტესტის ნიშნად. ამბობს, რომ ამ პერფორმანსით გააპროტესტა ის ფაქტი, რაზეც უკრაინული მხარე საუბრობს - საქართველოს გავლით რუსეთისთვის კონტრაბანდის სახით სხვადასხვა სანქცინირებული საქონლის, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდება.

"მოვედით იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და მათ შორის ჩვენს გუბერნატორს, რომელიც სამეგრელოში არის პირველი ადამიანი ღარიბაშვილის ხაზით, ვაჩვენოთ და გავცეთ პასუხი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ კონტრაბანდაზე რუსეთში.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, აქ არ არის წიწიბურაზე და ბინტზე საუბარი, აქ საბრძოლო იარაღზეა საუბარი. ჩვენ გუშინ ვიხილეთ ბუჩას კადრები და თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ გამხადა ბუჩას ტრაგედიის მონაწილე მეც", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

შენობის დაცვამ მას მიმართა, თუ ამას რატომ აკეთებდა, "დროას" წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ის ემსახურება ხელისუიფლებას, რომელიც ბუჩაში მცირეწლოვანი ბავშვების მკვლელობის თანამონაწილეა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

საქართველოს ხელისუფლება კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს სრული აბსურდი და დაუსაბუთებელი განცხადებაა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
22:36 / 01.12.2022
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
სამართალდამცველებმა
11:49 / 01.12.2022
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათგან ორი "ქურდული სამყაროს"
ცენტრი
10:57 / 01.12.2022
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი
დიდი ოდენობით
11:13 / 30.11.2022
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.