მოსკოვში ერთკაციანი აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს ბუჩას ტრაგედია [ფოტო]
მოსკოვში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს ბუჩას ტრაგედია. რუსულმა
ონლაინგამოცემა
"ჰოლოდ მედიამ" გაავრცელა სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები, სადაც
ჩანს ხელებშეკრული ადამიანი, რომელიც ბუჩაში, რუსი სამხედროების მიერ
მოკლულებს განასახიერებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ბუჩაში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში 2 აპრილს გავრცელდა, სადაც ჩანდა ქუჩებში დახვრეტილი ხელ-ფეხ შეკრული ცხედრები. საუბრობენ იმაზეც, რომ ბუჩასა და უკრაინის იმ ქალაქებში, რომელიც რუსი სამხედროების მიერ დროებით იყო ოკუპირებული, ფიქსირდება ქალების გაუპატიურების არაერთი ფაქტი.
უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობებს.
ევროკავშირმა დააანონსა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი მიმდინარეობს.