ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნებიდან" სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს "დაგი" სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს. 2021 წლის ივნისიდან "დაგის" ახალი სახელი არის "მენათი" და მას ამ პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მათ შორის 416,614 ლარის ხელშეკრულება 2022 წლის მარტში მიიღო, როცა სენაკის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში წერდა დათო ადამიას (მათ შორის საკრებულოს წევრობის დროს) და მისი კომპანიის 6,779,143 ლარიან შესყიდვებზე. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიამ დატოვა "დაგის" დირექტორის პოზიცია, შპს-ს 100% წილი კი უსასყიდლოდ გადასცა ალექსანდრე ახალაძეს, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც გახდა.

სახელწოდების გარდა, კომპანიის იურიდიული მისამართიც შეიცვალა - სენაკის სოფელ ეკის ნაცვლად, იგი ამჟამად ბაღდათში, სოფელ ფერსათშია რეგისტრირებული. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემში - "სხვა მისამართი" სენაკი, ასათიანის ქ.N71-ია მითითებული.

"ზემოთ მოყვანილი გარემობები აჩენს ეჭვს, რომ შპს დაგის მონაცემების, წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილება ფორმალური ხასიათისაა. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს, დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთანაც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის თანახმად, შპს-სმ მონაცემების შეცვლის შემდეგ 13 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 6 შემთხვევაში, სადაც შემსყიდველი სენაკის მერია იყო. მიღებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 1,179,311 ლარი შეადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს "მენათის" და შპს "დაგის" (2021 წლის ივნისამდე) თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.