ახალი ამბები
პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა - მათგან 6 უკრაინის მოქალაქე
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შორის 7 ქალია. ისინი პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს დატოვებენ.

შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.