საქართველოსთვის გადაცემული კითხვარი და ხელისუფლების პასუხები უნდა გასაჯაროვდეს - არასამთავრობოები
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ამ
პროცესში სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, - აცხადებენ არასამთავრობო
ორგანიზაციები და ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და
გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ.
მათი თქმით, საქართველოსთვის გადაცემული კითხვარი და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხები უნდა გასაჯაროვდეს.
"ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 16 ორგანიზაცია:
"ღია საზოგადოების ფონდი", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "დემოკრატიის ინდექსი საქართველო", "სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი", "საქართველოს ჟურნალისტთა ქარტია", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "უფლებები საქართველო", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ღია სივრცე კავკასია", "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი", "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", კავშირი "საფარი""ციხის საერთაშორისო რეფორმა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "პრევენცია პროგრესისთვის", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი".
არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ხელისუფლებას "ლელოც" მოუწოდებს, ევროკავშირის კითხვარი და პასუხები გაასაჯაროვოს.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
უკრაინის მსგავსად, საქართველომ მარტის დასაწყისში მიმართა ევროკავშირს წევრობის წინადადებით.