დიდი ალბათობით, დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს - სერგეენკო
პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" დავით სერგეენკო
აცხადებს, რომ საქართველოდან დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ კვირის
ბოლოს გაემგზავრება. მან ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განმარტა,
რომ ამ საკითხზე დეტალები დღეს დაზუსტდება:
"როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება, არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიიღო მიწვევა, ჩავიდეს ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს რუსული აგრესიის შედეგი.
თავის მხრივ, იმავე დღეს, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას. მან უკრაინულ მხარეს შეახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და თქვა, რომ ამ საკითხების ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ეჩვენება .