იდეალურად ლაგდება ყველაფერი - კობახიძე უკრაინაში მიმავალ დელეგაციაზე
15:06 / 14.04.2022
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,
უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით იდეალურად ლაგდება ყველაფერი. მისი
სიტყვებით, ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის", რომელიც არის
"ომის პარტია", წარმომადგენელი არ იქნება ამ დელეგაციაში:
"გუშინ იყო მათი მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა, ამ ფორმით ვიზიტის განხორციელების ჩაშლის მცდელობა. იცით, რაც იყო გუშინ ჩვენი შეთავაზება, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც ერთი – მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ამავე დროს, ასევე ძალიან კარგია, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის "ომის პარტია", არ უნდა იყოს "ქართულ ოცნებასთან", პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტის მთავარი გზავნილი და მიზანია სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიიღო მიწვევა, ჩავიდეს ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს რუსული აგრესიის შედეგი.
თავის მხრივ, იმავე დღეს, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას. მან უკრაინულ მხარეს შეახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და თქვა, რომ ამ საკითხების ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ეჩვენება. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოდან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრებოდა.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა განცხადება და ყველა საპარლამენტო პარტიას შესთავაზა, რომ მასთან ერთად უკრაინაში მიმავალი დელეგაციის წევრები ყოფილიყვნენ, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" არ დათანხმდა.