გვევალება მეგრული, სვანური და ლაზური ენების დაცვა - პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრული და სვანური ენების
არჩევით საგნად სწავლების ინიციატივაზე კიდევ
ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად,
აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა.
წლიდან წლამდე კი მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. ამასთან,
გალში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ
ენაზე სასკოლო განათლების მიღება.
"ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ, ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის", - განაცხადა პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.
ან ენების დაცის აუცილებლობაზე სალომე ზურაბიშვილმა შარშანაც ისაუბრა.
ქართველური ენები - მეგრული, სვანური და ლაზური რომ გაქრობის პირასაა და მას დაცვა სჭირდება, ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები და მოქალაქეებიც. ამ ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და სკოლებში ამ ენების შემოღება, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მექანიზმად მიაჩნიათ.