ახალი ამბები
პოლიციამ კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში სამი პირი დააკავა
FaceBook Twitter
E-mail Print
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია სამი პირი.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული რ.ბ დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთში კი იგივე ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. აქედან ერთის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად პოლიციამ ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ორი მჭიდი. მეორე ბრალდებულის სახლიდან კი სამართალდამცველებმა, იპოვეს "ნაგანის" ტიპის ორი პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.