რუსეთის არმია სადესანტო-საზღვაო ოპერაციას ამზადებს -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი
რუსეთის საოკუპაციო ძლები სადესანტო-საზღვაო ოპერაციისთვის
ემზადებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა
შტაბმა ფეისბუკზე 17 აპრილს გაავრცელა.
გენერალური შტაბის ცნობით, ამასთან ერთად გრძელდება რუსული შენაერთების მოძრაობა უკრაინის ტერიტორიისკენ კურსკის, ბრიანსკის და ვორონეჟის რეგიონებიდან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეძლეს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება.
შტაბში აცევე აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები მუდმივად უჩივიან როტაციის ნაკლებობას,მწყობრიდან გამოსულ აღჭურვილობას, საწვავისა და საკვების დაბალ ხარისხს.
"ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფები აგრძელებენ დავალებების შესრულებას უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადასაფარად, ბრესტისა და გომელის რეგიონების ტერიტორიებზე. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები აგრძელებენ ძარცვას და ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ქმედებები წახალისებულია მათი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ რუსული სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" განადგურების შემდეგაც კი, რუსეთი საზღვაო სივრცის კონტროლს აგრძელებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.