ახალი ამბები
მეუნარგიას ქუჩაზე ორმო ნახერხით ამოავსეს [ფოტო]
"დროას" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ და სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე არსებული ორმო ნახერხით ამოავსეს. აქციის მონაწილეებმა ორმოსთან დატოვეს ბანერი, რომელსაც ერთ მხარეს აწერია -"ფრთხილად ორმოა", მეორე მხარეს კი - "ამოავსე".

როგორც მარიამ სიჭინავა ამბობს, იმედი აქვს ამ აქციით მაინც მიიპყრობენ მუნიციპალიტეტის მერიის ყურადღებას, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გზა შეაკეთონ:

"როცა ჩვნი ვიცე მერი დილით იღვიძებს და უნდა დატკბეს ქალაქის ხედით...ხვდება ეს უზარმაზარი ორმო, რომელზეც მოსახლეობამ არაერთხელ მოგვწერა თხოვნით - დაგვეხმარეთო, მივმართეთ ადგილობრივ კეთილმოწყობის სამსახურს და იქედან პასუხი არ არისო. ამიტომ ნახერხით უნდა ამოვავსოთ, ნიშნად ომისა, რომ ზუგდიდის მერია არის ცირკი ... იმედია ყურადღებას მიიქცევს", - ამბობს მარიამ სიჭინავა.